დამიხატე… ( „ლექსების გამოფენა 2013„ ფინალისტი ასი სიტყვა)

198362_639371909422969_598908257_n

– ძია, დამიხატე პეპელა, უნდა მოვქარგო.
– რატომ შენ თვითონ არ ხატავ?
– ვერ ვხატავ, არ გამომდის.
– ახლა არ მცალია, მერე დაგიხატავ.
– დამიხატე რა, ჩემთვის ჯერ ხომ არაფერი დაგიხატავს…
– ახლა გავდივარ, დავბრუნდები და დაგიხატავ.
ვერ მოვითმინე და ჩემით დავხატე, მერე ფერადად მოვქარგე და რატომღაც შთავაგონე საკუთარ თავს, რომ ძიას დახატულ პეპელას ვქარგავდი.
საღამოს:
– მოდი, დაგიხატო პეპელა, – მითხრა ძიამ.
– აღარ მინდა, ჩემით დავხატე.
– ლამაზად მოგიქარგავს!
მეორე დღეს ძია წავიდა და როცა სახლში უკვე სხვები აბრუნებდნენ, ძლიერმა ნიავმა ჩემი ოთახის ფანჯარა შემოაღო, გადმოვარდა ძიას ნაჩუქარი ბროლის ლარნაკი და ჩემს ფეხებთან ნამსხვრევებად იქცა.
მე მისგან დამრჩა მხოლოდ მოგონებები და ფერადად მოქარგული პეპელა, რომელიც მას არ დაუხატავს.

მარიტა სახლთხუციშვილი

დატოვე კომენტარი